skip to content
ახალი ამბები

ღარიბაშვილი: საქართველო მზადაა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლის როლი ითამაშოს

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 13 სექტემბერს თავის სომეხ კოლეგასთან, ნიკოლ ფაშინიანთან გამართული სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ საქართველო მზადაა „აქტიური მედიაცია განახორციელოს რეგიონში დეესკალაციისა და მშვიდობისათვის“.

საქართველოს მთავრობის პრესრელიზის თანახმად, საუბარი ნიკოლ ფაშინიანის ინიციატივით გაიმართა, რა დროსაც სომხეთის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მორიგ გამწვავებაზე ინფორმაცია მიაწოდა.

ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდებიან და ვითარება მშვიდობიანი გზით გადაიჭრება.

13 სექტემბერს დილას გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მორიგი შეტაკებები დაიწყო.

„როიტერის“ ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად, სულ ცოტა, 49 სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა. სომხეთის თქმით, მან აზერბაიჯანის საპასუხო ცეცხლი გახსნა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა სომხეთის საზღვრის მახლობლად მდებარე რამდენიმე ქალაქი დაბომბა.

თავის მხრივ, აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ მას სომხეთი დაესხა თავს. საერთაშორისო თანამეგობრობამ, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მხარეებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მოუწოდეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button