Placeholder canvas
ახალი ამბები

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მეორე კვარტალში 2.6%-ით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 8 სექტემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2.6%-ით შემცირდა და 234.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, კლების მთავარი მიზეზები სააქციო კაპიტალის შემცირება, რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში გადასვლა და სასესხო ვალდებულების დაფარვაა.

77.1 მლნ აშშ დოლარით გაერთიანებული სამეფო კვლავ რჩება უმსხვილეს ინვესტორად, მას 31.5 და 30.5 მლნ აშშ დოლარით ნიდერლანდები და ჩეხეთი მოსდევენ.

წყარო: საქსტატი

მსხვილ ინვესტორ ქვეყნებს შორის ასევე არიან: იაპონია 24.5 მლნ აშშ დოლარით; თურქეთი 21.1 მლნ აშშ დოლარით; ლუქსემბურგი 15.5 მლნ აშშ დოლარით; შვეიცარია 11,6 მლნ აშშ დოლარით; მალტა 9.5 მლნ აშშ დოლარით და მარშალის კუნძულები 7.9 მლნ აშშ დოლარით.

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია – 82 მლნ აშშ დოლარი – საფინანსო სექტორმა მიიღო. შემდეგ მოდის ენერგეტიკის სექტორი – 65.2 მლნ აშშ დოლარი; დამამუშავებელი მრეწველობა – 46.5 მლნ აშშ დოლარი; უძრავი ქონება – 19.1 მლნ აშშ დოლარი; ჯანდაცვა და სოციალური დახმარება – 5.4 მლნ აშშ დოლარი და სოფლის მეურნეობა და თევზჭერა 1.3 მილიონი აშშ დოლარი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button