ახალი ამბები

საქართველოს ლიდერები ლიზ ტრასს ბრიტანეთის პრემიერობას ულოცავენ  

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 5 სექტემბერს ლიზ ტრასს გაერთიანებული სამეფოს ახალ პრემიერმინისტრად არჩევა მიულოცეს. ლიზ ტრასმა ამ პოსტზე ბორის ჯონსონი შეცვალა.  

„ვულოცავ ლიზ ტრასს, გაერთიანებული სამეფოს ახალ პრემიერმინისტრს“, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე.  „ამ გადამწყვეტ მომენტში, სასიხარულოა კიდევ ერთი ქალი ლიდერის ხილვა, რომელიც ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებისა და უფრო ძლიერი ტრანატლანტიკური პარტნიორობისათვის იმუშავებს“.  

„ველი ერთად მუშაობას საქართველო-დიდი ბრიტანეთის ურთიერთობების გასაძლიერებლად“, – დასძინა პრეზიდენტმა.  

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაწერა Twitter-ზე: „ვულოცავ ლიზ ტრასს ახალ თანამდებობას. ბოლო წლებში საქართველო-გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობებმა უმაღლეს ნიშნულს მიაღწია და თვისობრივად ახალ დონეზე გადავიდა“.  

„საქართველოს მთავრობის სახელით, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ ამ ძალიან მნიშვნელოვან რანგში და ამ ძალიან რთულ დროს“, – აღნიშნა პრემიერმა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button