ახალი ამბები

ალან გაგლოევმა „საგარეო საქმეთა მინისტრი“ დანიშნა 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლიდერმა, ალან გაგლოევმა ახსარ ჯიოევი „საგარეო საქმეთა მინისტრად“ დანიშნა.

ადგილობრივმა საინფორმაციო სააგენტო „რესის“ 15 აგვისტოს ცნობით, ჯიოევი დმიტრი მედოევს შეცვლის, რომელიც ამ თანამდებობაზე 2017 წლიდან მსახურობდა.

ახალ დანიშვნამდე ჯიოევი რუსეთში სამხრეთ ოსეთის „საელჩოში“ დესპანად მუშაობდა. იმავე საელჩოში, 2009-2016 წლებში იგი იყო მრჩეველი „სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობების საკითხებში“. უფრო ადრე, 2001-2009 წლებში, იგი ოკუპირებული რეგიონის „საგარეო უწყების პროტოკოლის სამმართველოს“ ხელმძღვანელობდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button