skip to content
ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოს ომის მე-14 წლისთავს ეხმიანება

„14 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან, რომელმაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა“, – დაწერა Facebook-ზე საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით.

„14 წელია ჩვენი ქვეყნის გული – სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული“, – თქვა პრემიერმა და დასძინა – „ქედს ვიხრი ომში დაღუპული ჩვენი გმირი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხსოვნის წინაშე, რომლებიც აგვისტოს ომს ემსხვერპლნენ“.

„ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გამთლიანების გზად მშვიდობიანი, გონივრული პოლიტიკა ავირჩიეთ და გვჯერა, აუცილებლად მივაღწევთ მიზანს – საქართველო გაერთიანდება!“, – ხაზი გაუსვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button