skip to content
ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერის აპარატის უფროსს უმასპინძლა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 1 აგვისტოს თბილისში ვიზიტად მყოფ სომხეთის პრემიერმინისტრის აპარატის უფროსს, არაიკ ჰარუთიუნიანს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა, სხვა თემებთან ერთად, საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის დღის წესრიგის საკითხები განიხილეს და რეგიონში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების განვითარების დინამიკაზეც გაამახვილეს ყურადღება, „რაც არის სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების კარგი საფუძველი“.

ამავე ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა დადებითად შეაფასა „საქართველო-სომხეთის პოლიტიკური დიალოგის დონე“, არაიკ ჰარუთიუნიანმა კი – ხაზი გაუსვა, რომ „სომხეთი დაინტერესებულია საქართველოსთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებითა და ორმხრივი დღის წესრიგის წინსვლით“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button