civil.ge
რესპუბლიკური პარტიის წევრებზე თავდამსხმელი გირაოთი გაათავისუფლეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ „სამოქალაქო საქართველოს“ 14 ივლისს დაუდასტურა, რომ რესპუბლიკური პარტიის წევრებზე - დეპუტატ ხათუნა სამძნიძესა და დავით ბერძენიშვილზე თავდამსხმელი, ირაკლი ხომასურიძე 13 ივლისს აღკვეთის ღონისძიების სახით მისჯილი წინასწარი პატიმრობიდან 1 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთი“ ხომასურიძის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის სიტყვებზე დაყრდნობით წერს, რომ ხომასურიძის გათავისუფლების მოთხოვნის შესახებ პეტიციას ხელი 205-მა ადამიანმა მოაწერა, თუმცა …