skip to content
ახალი ამბები

აპრილში ეკონომიკა 2.6%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 31 მაისს გამოქვეყნებულის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მშპ 2.6%-ით გაიზარდა.

საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ტრანსპორტი და დასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, სამთომოპოვებითი მრეწველობა.

კლების ტენდენცია შემდეგი მიმართულებებით გამოიკვეთა: მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, პროფესიული, სამეცნიერო, ტექნიკური საქმიანობები და ვაჭრობა.

2022 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.8%-ით გაიზარდა.

2021  წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მშპ 44.8%-ით გაიზარდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button