ახალი ამბები

ომი უკრაინაში: ცხინვალში კიდევ ორი ოსი მებრძოლი დაკრძალეს

ოკუპირებულ ცხინვალში 22 ივნისს უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაღუპული კიდევ ორი ოსი მოხალისე მებრძოლი – მარატ ჯიოევი და ვლადიმირ კოზაევი დაკრძალეს. ადგილობრივი ტელეარხის IR TV-ის ცნობით, ორივე დაღუპული 34 წლისანი იყვნენ.

ჯიოევის დაკრძალვის დროს, ოკუპირებული რეგიონის ლიდერმა, ალან გაგლოევმა განაცხადა, რომ უკრაინაში ოსები „ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისა და მომავლისთვის იბრძვიან“.

ვინაიდან დაკრძალვა 1941 წელს ფაშისტური გერმანიის საბჭოთა კავშირში შეჭრის დღეს დაემთხვა, გაგლოევმა მეორე მსოფლიო ომთან გაავლო პარალელები და განაცხადა, რომ „ისევე როგორც მაშინ, უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს, ჩვენი ბიჭები ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძვიან, საკუთარ თავს წირავენ, ჩვენს თავისუფლებას იცავენ და სიმამაცეს იჩენენ“.

ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოს „რესის“ ინფორმაციით, კოზაევის დაკრძალვას ახლადდანიშნული „პრემიერმინისტრი“, კონსტანტინ ჯუსოევი, „პარლამენტის სპიკერი“, ალან თადტაევი და „თავდაცვის მინისტრის“ მოვალეობის შემსრულებელ,ი ვლადიმირ ფუხაევი დაესწრნენ. ამავე ინფორმაციით, კოზაევი, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეა, დონბასში 2014 წლიდან იბრძოდა.

IR TV-ის ცნობით, კოზაევი მარტში დაიღუპა, თუმცა მისი ნეშტი ამ დრომდე ვერ გადმოასვენეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button