Placeholder canvas
ახალი ამბები

ომი უკრაინაში: გასულ კვირას კიდევ ოთხი ოსი მებრძოლი დაკრძალეს

გასული კვირის განმავლობაში, ოკუპირებულ ცხინვალში უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაღუპული კიდევ ოთხი ოსი მებრძოლი დაკრძალეს. მათგან ორი მოხალისე – ალან დუდაევი და ოლეგ ალბოროვი 5 ივნისს დაკრძალეს.

ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ცნობით, ორივე მათგანი 1 ივნისს დაიღუპა. ისინი დონბასში მოხალისეებად 2014 წლიდან იბრძოდნენ.

კიდევ ერთი ოსი მოხალისე, ალან ბაგაევი 2 ივნისს დაკრძალეს. ოკუპირებული რეგიონის ლიდერმა, ალან გაგლოევმა, რომელიც დასაფლავებას ესწრებოდა, ბაგაევი სიკვდილის შემდეგ „სამშობლოს დამცველის“ მედლით დააჯილდოვა.

წინა დღეს, მშობლიურ ჯავაში კიდევ ერთი მოხალისე მებრძოლი, როლანდ ცხოვრებოვი დაკრძალეს. გავრცელებული ინფორმაციით, იგი 27 მაისს დაიღუპა.

„ჩვენი ბიჭები თავდაუზოგავად იბრძვიან ნაცისტების წინააღმდეგ, საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძვიან ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისა და უკეთესი მომავლისთვის“, – განაცხადა ალან გაგლოევმა, რომელიც დაკრძალვას ესწრებოდა.

„თუ ჩვენ არ აღმოფხვრით ფაშიზმს დონბასში, ხვალ ნეოფაშისტები აქ იქნებიან“, – დასძინა მან. „სამშობლოს დამცველის“ მედლით ცხოვრებოვიც დააჯილდოვეს.

ტელეგრამის“ სხვადასხვა არხზე გავრცელებული ცნობებით, 27 მაისს კიდევ ერთი ოსი მოხალისე მებრძოლი, 43 წლის რემიკ ქაჯაევი დაიღუპა. თუმცა, ინფორმაციას ოფიციალური წყაროები არ ადასტურებენ.

იმავდროულად, 2 ივნისს, რუსეთის „ელჩმა“ ცხინვალში, მარატ კულახმეტოვმა კიდევ ერთი მოკლული ოსი სამხედრო, ცხინვალში რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის სერჟანტი, ინალ კორტიევი „სიმამაცისთვის“ ორდენით დააჯილდოვა. 37 წლის კორტიევი აპრილში ბრძოლის დროს დაიღუპა.

სხვადასხვა დადასტურებული თუ დაუდასტურებელი ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი შეტევის დაწყების დღიდან, სულ 14 ოსი სამხედრო მოსამსახურე და მოხალისე მებრძოლი დაიღუპა.

დაღუპულებს შორის ასევე არიან რუსლან ბასაევი, რუსლან კაზიევი, ანდრეი ბაკაევი, აცამაზ ჯიოევი, აცამაზ ბესტაევი, ალან თედეევი, ალიმ ლოხოვი და რობერტ კულუმბეგოვი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button