ახალი ამბები

2021 წელს საგარეო ვაჭრობა 25.6%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 14 იანვარს გამოქვეყნებული ექსპრეს მონაცემებით, 2021 წელ, წინა წელთან შედარებით, საქართველოს საგარეო ვაჭრობა 25.6%-ით გაიზარდა და 14.3 მლრდ აშშ დოლარი გახდა.

26.9%-ით – 4.2 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა ექსპორტი, 25.1%-ით კი – 10.1 მლრდ აშშ დოლარამდე იმპორტი. 5.8 მლრდ აშშ დოლარი იყო უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, რაც მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.7%-ია.

2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, ქვეყნის საგარეო ვაჭრობა 14.8% შემცირდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button