ახალი ამბები

ეროვნულმა ბანკმა 27.5 მლნ აშშ დოლარი გაყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 1 აპრილს გამართულ სავალუტო აუქციონზე გატანილი 40 მლნ აშშ დოლარიდან 27.5 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

სებ-ის ცნობით, აუქციონზე საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი 3.4401 ლარი იყო.

არსებული მდგომარეობით, 1 აშშ დოლარი 3.4464 ლარი ღირს, 2 აპრილს კი – ის 3.4410 ლარი ეღირება.

სებ-ის ინტერვენცია, ლარის კურსის მნიშვნელოვანი გაუფასურების ტენდენციას მოჰყვა. ეროვნული ვალუტა გასული წლის 27 მარტის რეკორდულად დაბალ მაჩვენებლს – 3.4842 ლარს უახლოვდება. მიმდინარე წელს, ეროვნულმა ბანკმა წინა ოთხ აუქციონზე 160 მლნ აშშ დოლარი უკვე გაყიდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button