ახალი ამბები

საქსტატი: თებერვალში ქვეყნის ეკონომიკა 5.1%-ით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 31 მარტს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის ეკონომიკა 5.1%-ით შემცირდა.

საქსტატის ცნობით, მიუხედავად საერთო შემცირებისა, ზრდა დაიქსირდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ვაჭრობის, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის სექტორებში.

ამავე ინფორმაციით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.3%-ით შემცირდა ქვეყნის მშპ -ის 2021 წლის იანვარ-თებერვლის საშუალო მაჩვენებელიც.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button