skip to content
ახალი ამბები

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი გადადგა

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, რომელსაც თებერვლის ბოლოდან ვიცე-პრემიერის პოსტიც ეკავა 31 მარტს განაცხადა, რომ იგი თანამდებობას ტოვებს. მაჭავარიანს გადადგომის მიზეზი არ დაუკონკრეტებია.

მაჭავარიანმა მხოლოდ ის განმარტა, რომ იგი წასვლას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გეგმავდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ 2021 წლის ბიუჯეტი იყო დასამტკიცებელი, ასევე წინ იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის დასრულების თაობაზე მოლაპარაკებები, მან გადაწყვეტილება რამდენემი თვით გადადო.

ჯერჯერობით უცნობია ვინ დაიკავებს მის პოსტს.

ივანე მაჭავარიანი ფინანსთა მინისტრად 2018 წლის ივლისში დაინიშნა. მანამდე მას სატელეკომუნიკაციო კომპანია „ჯეოსელში“ სხვადასხვა თანამდებობა ეკავა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button