ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერები დანიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 25 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე, ვიცე-პრემიერებად საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დანიშნა.

კარიერული დიპლომატი დავით ზალკალიანი, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე 2018 წლიდან მსახურობს, ვიცე-პრემიერი გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროსაც იყო. იგი მთავრობის ყოფილმა მეთაურმა ამ თანამდებობაზე 21 იანვარს დანიშნა.

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ვიცე-პრემიერის პოსტზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი ჩაანაცვლა, რომელმაც თანამდებობა გიორგი გახარიას გადადგომიდან მეორე დღეს, 19 თებერვალს დატოვა. მაჭავარიანი ფინანსთა მინისტრის პოსტზე 2018 წლი ივლისს დაინიშნა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button