skip to content
ახალი ამბები

ლიეტუვას საქართველოში „შერჩევითი სამართლის“ შესახებ კითხვები უჩნდება 

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე და მისი შესაძლო დაპატიმრება „მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შესაძლებლობას ამცირებს და კითხვებს აღძრავს ქვეყანაში შერჩევითი სამართლის და კანონის უზენაესობის თაობაზე“.

აღნიშნა რა, რომ ის შეშფოთებულია საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაციის გამო, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ „საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა ვერ გამოიყენეს ყველა შესაძლებლობა საპარლამენტო არჩევნებზე არსებული უთანხმოებების მოსაგვარებლად“.

სამინისტრომ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას, რომ თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რასაც შესაძლოა შემდგომი კრიზისი და საზოგადოების გაყოფა მოყვეს, ასევე თავი შეიკავონ მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან.

„დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველოს სჭირდება ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ხალხის საკეთილდღეოდ, როგორც ბოლო გამოწვევების ჭრილში, ისე ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორცვიელების კონტექსტში“, – განაცხადა სამინისტრომ.

„მოვუწოდებთ პარტნიორებს საქართველოში, რომ არ მიუახლოვდნენ წითელ ხაზებს, გამოიყენონ სიტუაციის დე-ესკალაციის შესაძლებლობა და სიტუაციის ნორმალიზების გზები ეძიონ, ასევე დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ პოლიტიკურ დიალოგს“, – აღნიშნა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button