ახალი ამბები

საქართველომ აშშ-ის მხარდაჭერით ახალი შეიარაღება მიიღო

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 11 თებერვალს განაცხადა, რომ აშშ-ის მხარდაჭერით M2 ტიპის 12.7 მმ მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები და MK 19 ტიპის ახალი ავტომატური ყუმბართმტყორცნები მიიღო.

უწყების განმარტებით, საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღების მოდერნიზაციის ფარგლებში, ქვედანაყოფების აშშ-ის წარმოების შეიარაღებით აღჭურვის პროცესი უკვე მიმდინარეობს, რაც თავდაცვის ძალების შესაძლებლობების ზრდასა და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესებას ემსახურება.

ვაზიანის სასროლეთზე საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) ქართველმა და ამერიკელმა ინსტრუქტორებმა მიღებული იარაღით საჩვენებელი სროლები მოაწყვეს. პროცესს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი დაესწრნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button