ახალი ამბები

საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2020 წელს (ექსპრეს მონაცემები)

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 14 იანვარს გამოქვეყნებული ექსპრეს მონაცემებით, 2020 წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობა, წინა წელთან შედარებით, 14.8%-ით შემცირდა და 11.3 მლრდ აშშ დოლარი გახდა.

2020 წელს, ექსპორტის მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 12.0%-ით – 3.3 მლრდ აშშ დოლარამდე შემცირდა, იმპორტის მოცულობამ კი – 15.9%-ით იკლო და 8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 4.7 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.1%-ია.

საქსტატი 2020 წლის საგარეო ვაჭრობის შესახებ დეტალურ მონაცემებს 20 იანვარს გამოაქვეყნებს.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button