skip to content
ახალი ამბები

შსს-მ ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და ტრანზიტისთვის თურქეთის მოქალაქე დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 დეკემბრის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა „განსაკუთრებით დიდი ოდენობით“ ნარკოტიკული საშუალებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანისა და „ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის“ ბრალდებით საბაჟო გამშვები პუნქტის – კარწახის ტერიტორიაზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის ავტომობილის სალონში 500 გრამი „ჰეროინი“ და 99 აბი ახალი ფსიქოტროპული ნივთიერება „მდმა“ ამოიღეს. ისინი დაკავებულს თურქეთიდან საქართველოს გავლით, უზბეკეთში უკანონოდ გადაჰქონდა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვას, საქართველოში უკანონოდ შემოტანასა და ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვას გულისხმობს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button