ახალი ამბები

შსს-მ 7 კგ „ჰეროინის“ უკანონო შეძენა-შენახვისთვის რუსეთის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 დეკემბრის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა 7 კგ „ჰეროინის“ უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს.

უწყების ცნობით, იგი ნარკოტიკული საშუალების გადატანის დროს ლაგოდეხი-ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე დააკავეს და 7 კგ „ჰეროინი“ მისი პირადი ხელჩანთის ჩხკრეკისას ამოიღეს. შსს-ს განცხადებით, ე.წ. შავ ბაზარზე ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ღირებულება 2 მილიონამდე ლარია.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით (მე-6 ნაწილი) მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button