რესპუბლიკის ამბები

პარიზში საქართველოს შესახებ წიგნი გამოიცა

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 4 დეკემბერი, N276

საქართველოს გარშემო

ახალი წიგნი საქართველოს შესახებ

პარიზში დაიბეჭდა და გასაყიდად გამოვიდა ბ. ბაბეს წიგნი საქართველოს სამთო-მადნო სიმდიდრეთა შესახებ. ეს წიგნი მკითხველებს აცნობს საქართველოში არსებულ მადნებს, მადნეულ წყლებს და თეთრ ნახშირს. განსაკუთრებით დაწვრილებით ჩერდება ავტორი სპილენძისა, ქვა-ნახშირისა და მარგანეცის მადნებზე; ამასთანავე მოყავს მრავალი სტატისტიკური ცნობებიც და ლაბორატორიათა ანალიზები. იმ თავში, სადაც ლაპარაკია საქართველოში არსებულ თეთრ ნახშირზე. მოყვანილია საქართველის ჰიდრო ელექტრიულ სადგურებისა და ათი ათასი ცხენის ძალზე უძლიერესი წყლის ენერგიათა წყაროების სია. წიგნს თან  დართული აქვს 11 რუქა და სქემა, რომელიც თვით ავტორის მიერ არის შედგენილი.

მსგავსი/Related

Back to top button