skip to content
ახალი ამბები

პარტიამ სამართლიანობის საარჩევნო სია წარადგინა

ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის, ეკა ბესელიას მიერ დაფუძნებულმა პარტიამ სამართლიანობის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პროპორციული საარჩევნო სია წარუდგინა, რომლის პირველი ნომერიც თავად ეკა ბესელიაა.

ქვემოთ პარტიის საპარლამენტო პროპორციული სიის პირველი ოცეულია მოცემული:

  1. ეკა ბესელია;
  2. იასე ზაუტაშვილი;
  3. ჯავარა უგრეხელიძე;
  4. ზაზა წერეთელი;
  5. თეიმურაზ რობაქიძე;
  6. დონარა შონავა;
  7. სევერიან ჯუღელი;
  8. იოსებ დარსაველიძე;
  9. ეკატერინე მახარაშვილი;
  10. ნუგზარ ლომიშვილი;
  11. ნინო ორაგველიძე;
  12. ილია ჯღარკავა;
  13. მარინე ქოჩლაძე;
  14. ხათუნა კირკიტაძე;
  15. დავით გვათუა;
  16. ეკატერინე ბერბერაშვილი;
  17. შორენა დავითაია;
  18. ვახტანგ შარტავა;
  19. თამილა ლომიშვილი;
  20. ნაილი ნიკოლეიშვილი.

პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე ფორმულით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველი 150 პარლამენტარიდან 120 (77-ის ნაცვლად) პროპორციული, ხოლო 30-ს (73-ის ნაცვლად) მაჟორიტარული წესით აირჩევს. ასევე, საარჩევნო ბარიერი ერთჯერადად 1%-იანი იქნება. ამასთან, პარტია, რომელიც ხმათა 40%-ზე ნაკლებს დააგროვებს, პარლამენტში მანდატების ნახევარზე მეტს ვერ მიიღებს.

წინასაარჩევნო პროცესების შესახებ დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button