Placeholder canvas
ახალი ამბები

COVID-19: მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკას 45 მილიონი ევროთი დაეხმარება

30 ივნისს, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოსთვის დამატებით 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება დაამტკიცა. დაფინანსება ქვეყანას COVID-19 პანდემიით გამოწვეული „მოულოდნელი ფინანსური დეფიციტის“ შევსებაში დაეხმარება.

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული დახმარება „ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიებებისთვის“ მანამდე გამოყოფილ 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებას უკავშირდება, რომელიც მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 2020 წლის მარტში დაამტკიცა.

ფინანსური დახმარება „განვითარების პოლიტიკის ღონისძიებების“ ფარგლებში გათვალისწინებული სამ-ეტაპიანი საკრედიტო ოპერაციების რიგით მეორე ტრანშია.

პირველი საკრედიტო ოპერაცია – 80 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარების პაკეტი – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებზე COVID-19-ის ზემოქმედების შემცირების მიზნით „სწრაფი დახმარების მექანიზმის“ საშუალებით გაიცა. მესამე ტრანში კი ყურადღებას მიაქცევს იმ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დახმარებასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას, რომლებიც პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა.

მსოფლიო ბანკის დახმარების მიზანი „იმ რეფორმების ხელშეწყობაა, რომლებიც სამუშაო ადგილების შექმნის, ეკონომიკური ინკლუზიურობის ზრდისა და მედეგობის შენარჩუნებისკენაა მიმართული“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button