![](https://civil.ge/wp-content/uploads/2020/06/FDI-GEO-2020-Q1.png)
წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის I კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 165.4 მლნ აშშ დოლარი იყო
„საქსტატის“ მიერ 9 ივნისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2020 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 165.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 41.7%-ით ნაკლებია.
„შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება და რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში“, – აღნიშნა „საქსტატმა“.
2020 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი რაოდენობა – 73.1 მლნ აშშ დოლარი – საქართველომ გაერთიანებული სამეფოდან მოიზიდა. მას მოსდევს ამერიკის შეერთებული შტატები – 28.1 მლნ აშშ დოლარით; პანამა – 19.6 მლნ აშშ დოლარით; დანია – 11.6 მლნ აშშ დოლარით; ნიდერლანდები – 11.2 მლნ აშშ დოლარით; თურქეთი – 11.1 მლნ აშშ დოლარით და რუსეთი – 10.8 მლნ აშშ დოლარით.
![](https://civil.ge/wp-content/uploads/2020/06/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98.-%E1%83%A3%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-2020-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A-%E1%83%99%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A8%E1%83%98.-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98.-1.png)
2020 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი – 94.9 მლნ აშშ დოლარი – საფინანსო სექტორმა მიიღო. მას მოჰყვება უძრავი ქონების სექტორი – 34 მლნ აშშ დოლარი; სასტუმროები და რესტორნები – 15.8 მლნ აშშ დოლარი; კავშირგაბმულობა – 12.8 მლნ აშშ დოლარი; სამთომოპოვებითი მრეწველობა– 10.4 მლნ აშშ დოლარი; მშენებლობა – 7.7 მლნ აშშ დოლარი; ტრანსპორტის სფერო – 6.4 მლნ აშშ დოლარი; დამამუშავებელი მრეწველობა – 4.5 მლნ აშშ დოლარი; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება – 3.5 მლნ აშშ დოლარი.