skip to content
რესპუბლიკის ამბები

18 მაისი, 1920 წ. შემოღებულია სამხედრო ცენზურა, მობილიზაცია გრძელდება

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 18 მაისი, N109

შინაგან საქმეთა სამინისტროში

სამხედრო ცენზურა

თანახმად გენერალურ შტაბის განყოფილებასთან არსებულ სამხედრო საცენზურო კომისიის თავმჯდომარის ამა წლის 7 მაისის N5  მიმართვისა, კანცელარია გატყობინებთ რომ სამხედრო ცენზურის დებულებით სტამბაში დასაბეჭდი ყოველი მასალაა, როგორც პერიოდული გამოცემები ისე ბროშურები და წიგნები და სხვა ექვემდებარება სამხედრო ცენზურას. ყველა საჯარო სიტყვები ან მოხსენებანი, მათი ტექსტი ან ვრცელი კონსპექტი უნდა წინდაწინვე ნება დართულ იქმნას სამხედრო ცენზურის მიერ.

სამობილიზაციო

რესპუბლიკის ყველა სამაზრო ერობათა და ქალაქების გამგეობებს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შემდეგი აცნობა: მობილიზაციის ძალით ჯარში გასაწვევ პირთა განთავისუფლების შესახებ, საჭიროა იხელმძღვანელოთ რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოს დადგენილებით, რომელიც გამოცემულია ა. წ. 11 მაისს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ N103

1888 და 1889 წ.წ. დაბადებულთა ჯარში გაწვევა

თანახმად მთავრობის დადგენილებისა 1888 და 1889 წლებში დაბადებულთა მობილიზაციის პირველ დღეთ დანიშნულია 17 მაისი დილის 10 საათი. გაცნობებთ, რა ამას შინაგან საქმეთა მინისტრის მონდობილობით გთხოვთ მიიღოთ სათანადო ზომები რათა ამ წლებში დაბადებულნი თავის დროზე გამოცხადდნენ სამხედრო აღრიცხვის უფროსის წინაშე.

მსგავსი/Related

Back to top button