რესპუბლიკის ამბები

ქართული აბრეშუმის პარკი საფრანგეთის ბაზარზე გავიდა

სასოფლო გაზეთი, 1920 წლის 4 აპრილი, N5

საქართველოს პარკი საფრანგეთის ბაზარზე

(საქართველოს დეპეშათა სააგენტოდან)

მარსელი. მარტის 9, 1920. მას შემდეგ, რაც “Messageries Maritimes და „Paquet” საზოგადოებების გემებმა დაიწყო მისვლა-მოსვლა მარსელსა და ბათუმს შორის, ლიონსა და მარსელის აბრეშუმის მქსოველთა მექარხნეები ელიან საქართველოდან მრავალი პარკის შემოტანას მარსელში.

მარსელის ბირჟაზე დაიწყეს საქართველოს პარკის კოტიროვკა, თითქმის ნორმალურია საქონლის უქონლობის გამო.

დღევანდელ ბირჟაზე საქართველოს მშრალი პარკის ფასმა ყოველივე რეკორდს  გადააჭარბა.

იძლეოდენ: საქართველოს ყვითელ პარკისთვის: 88 ფრანკს ერთ კილოსთვის. საქართველოს თეთრი პარკისთვის: 80 ფრანკს ერთ კილოსთვის.

მსგავსი/Related

Back to top button