Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

საფრანგეთ-იტალიის მისიათა ხელმძღვანელები საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას ულოცავენ

საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 23 იანვარი, N16

საფრანგეთისა და იტალიის მისიების უფროსთა მოლოცვები

საქართველოს გარეშე საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა საფრანგეთის სამხედრო მისიის უფროსისა და იტალიის სამხედრო მისიის უფროსისაგან მიიღო შემდეგი ცნობანი:

ბატონო მინისტრო! პატივი მაქვს  გადმოგცეთ თქვენ იმ დეპეშის პირი რომელიც დღეს დილით ჩემი მთავრობისაგან მივიღე. ამასთანავე ამის გამო გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულმხურვალე მოლოცვა. მიიღეთ ბატონო მინისტრო ჩემი ღრმა პატივისცემა.

საფრანგეთის მისიის უფროსი ე. დე-ნონანკური

იანვრის 18, 1920 წ. მოკავშირე სახელმწიფოთა გარეშე საქმეთა მინისტრმა საბჭომ ათ იანვარს „დაადგინა იცნონ მთავრობათ „de facto” საქართველოს და აზერბაიჯანის.

თქვენო აღმატებულებავ! ეს არის ეხლა მივიღე იტალიის მთავრობისაგან რადიოდეპეშა, რომლითაც შეგვატყობინებენ, რომ მიმდინარე თვის 11 უმაღლეს საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილი იყო, რომ მოკავშირე სახელმწიფოები საქართველოს და აზერბაიჯანის მთავრობათა კოლექტიურ გამოსვლას სცნობენ „de facto” მთავრობის გამოსვლათ. მე ბედნიერი ვარ გადმოგცეთ უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება სისწორით და ბედნიერი ვარ მით, რომ შეძლება მეძლევა განვაახლო თქვენს წინაშე ჩემი გულწრფელი მოლოცვანი და საუკეთესო სურვილები საქართველოს რესპუბლიკის მომავლისათვის. მიიღეთ თქვენო აღმატებულებავ ჩემი ღრმა პატივისცემა.

 გენერალური შტაბის პოლკოვნიკი – იტალიის მისიის უფროსი გაბბა

მსგავსი/Related

Back to top button