ძველი ამბები

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა საკუთარი ბონების გამოშვებას იწყებს

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 20 ივლისი.

დამფუძნებელმა კრებამ 11 ივლისის სხდომაზე მიიღო დეკრეტი საქართველოს რესპუბლიკის დროებითი ფულის ფულის ნიშნების შემოღების შესახებ:

  1. ნება მიეცეს საქართველოს მთავრობას გამოსცეს საქართველოს რესპუბლიკის ბონი სამასი მილიონი მანეთისა
  2. საქართველოს რესპუბლიკის ბონი გამოიცეს დროებით, ვიდრე შემოღებულ იქნებოდეს საქართველოს რესპუბლიკის საკუთარი ფული, რომლიც საშუალებით ბონი გამოყიდულ უნდა იქნეს.
  3. საქართველოს რესპუბლიკის ბონი უზრუნველყოფილია საქართველოს რესპუბლიკის მთელი ქონებით.
  4. საქართველოს რესპუბლიკის საზღვრებში საქართველოს ბონის მიღება სავალდებულოა რუსეთის ფულის ნიშნებისა და ამიერ-კავკასიის კომისარიატის ბონის თანაბრად.
  5. საქართველოს რესპუბლიკის ბონი გამოიცეს ერთის, სამის, ხუთის, ათის, ოცდახუთის, ორმოცდაათის, ასის და ხუთას მანეთის კუპიურებისა.
  6. საქართველოს რესპუბლიკის ბონი დამზადებული უნდა იქნეს ფინანსთა მინისტრის განკარგულებით და გადაეცეს თფილისის ხაზინას შესანახად და ხმარებისათვის გასაშვებად.
  7. საქართველოს რესპუბლიკის ბონი, რომელსაც აკლია ერთი მესამედი ან ერთ-ერთი ხელმონაწერი ან ნუმერი უვარგისად ჩაითვლება და არ მიიღება.
  8. ყალბი ბონის დამზადებისა ან გასაღებისათვის დამნაშავე დაისჯება სისხლის სამართლის წესით.
  9. დეკრეტი ესე შედის ძალაში დღიდან მიღებისა დამფუძნებელი კრების მიერ.

საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე

ნოე ჟორდანია

მსგავსი/Related

Back to top button