რესპუბლიკის ამბები

ბერნის სოციალისტური ინტერნაციონალი მიესალმება საქართველოს დამოუკიდებლობას

„საქართველო“, 5 ივნისი, 1919, N114

ბერნის სოც. კონფერენცია და საქართველოს დამოუკიდებლობა

საქართველოს დელეგაციამ წარუდგინა საერთაშორისო სოციალისტურ კონფერენციას რეზოლიუცია, რომელიც მიღებულ იქნა კონფერენციის მიერ, ეს რეზოლიუცია შედგენილია რუსეთის დელეგაციასთან შეთანხმებით და ხელმოწერილია ამხანაგ აქსელროდის და გავრონსკის და აგრეთვე კონფერენციის პრეზიდენტის ბრანტინგის მიერ ხელი უწერიათ აგრეთვე კონფერნეციის მდივანს გიუხსმანს, ჰენდერსონს, უსტოს, რენოდელემს, ალბერტ ტომას და სხ.

რეზოლიუცია შემდეგი შინაარსისაა:

„საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის მოწოდების საპასუხოდ, რომელიც მიმართული იყო ინტერნაციონალისამი, ბერნის საერთაშორისო სოციალისტური კონფერენცია აცხადებს რომ ის სთვლის საქართველოს ხალხის სამართლიან მოთხოვნილებად მის ნაციონალურ დამოუკიდებლობას, რომელიც ეთანხმება ხალხთა უფლების უმთავრეს დებულებას, თვითგამორკვევას, რომელიც დიდი ხანია გამოაქვეყნა ინტერნაციონალმა, და რომელიც მიღებულია პრეზიდენტ ვილსონის პროგრამაში, როგორც საფუძველი ზავისა. ქართველმა ხალხმა გამოიჩინა უდავო პოლიტიკური შეგნება, როდესაც შეიქმნა, მიუხედავად ყველაზე მძიმე პირობებისა, დემოკრატიული და რესპუბლიკანური წესწყობილება და დამოუკიდებლივ სცხოვრობდა უკვე 6 თვის განმავლობაში. ამიტომ საერთაშორისო სოციალისტური კონფერენცია მოითხოვს საზავო კონფერენციისაგან, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა ოფიციალურად იქმნეს ცნობილი, რომელიც უარყოფსყოველგვარ ოპეკას, როგორიც არ უნდა იყოს ის, ერთი ან რამოდენიმე სახელმწიფოების მხრივ, რომელიც აგრედვე უარჰყოფს ყოველგვარ თვალყურის დევნებას მის დემოკრატიულ დაწესებულებებზე“.

მსგავსი/Related

Back to top button