skip to content
ახალი ამბები

ცესკო: 3 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა 29.1%-ია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 3 საათის მდგომარეობით, არჩევნებში მონაწილეობა 117 227-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც არჩევნებისთვის რეგისტრირებული საერთო ამომრჩევლების რაოდენობის 29.1%-ია.

ცესკოს-ს მონაცემებით, მუნიციპალიტეტების მერების არჩევნებში ყველაზე მაღალი აქტივობა – 40.6% ხულოში დაფიქსირდა, ყველაზე ცოტა ამომრჩეველი – 22.6% კი – მარნეულში მივიდა.

საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებით, საკრებულოს არჩევნებში ყველაზე მაღალი აქტივობა – 56.4% საგარეჯოშია, ყველაზე დაბალი – 29.6% ტყიბულში.

საარჩევნო ოლქებს შორის ყველაზე დაბალი აქტივობა ისევ თბილისის #1 მაჟორიტარულ ოლქშია. 3 საათის მონაცემებით, აქ არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩევლის 21%-მა მიიღო.

19 მაისის შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის ჯამში 410 უბანია გახსნილი და უბნებზე რეგისტრირებული ამომრჩევლების საერთო რაოდენობა 402 091-ს შეადგენს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button