Placeholder canvas
ახალი ამბები

„ქართულმა ოცნებამ“ 29 აპრილის რიგგარეშე არჩევნებისთვის კანდიდატები წარადგინა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 22 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე 29 აპრილის პარლამენტის დეპუტატისა და მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის კანდიდატები წარადგინა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ფოთის, სენაკისა და ხობის საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ სახელით კენჭს გიორგი ხახუბია იყრის. იგი ამავე საარჩევნო ოლქში „ოცნების“ ყოფილი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას შვილია, რომელიც გასული წლის ოქტომბერში გარდაიცვალა.

რაც შეეხება ცაგერისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებს, აქ მერობისთვის მმართველი გუნდის სახელით ლევან ზალკალიანი და მანუჩარ რობაქიძე იბრძოლებენ.

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს სამივე კანდიდატს. დარწმუნებულ[ნ]ი ვართ, რომ ისინი მოიპოვებენ ამომრჩევლის ნდობას და აუცილებლად გაიმარჯვებენ არჩევნებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც აწ უკვე ყოფილმა მერმა, გიორგი ნემსაძემ თანამდებობა 2022 წლის ნოემბერში „პირადი მიზეზების გამო“ დატოვა. რაც შეეხება თერჯოლას, მუნიციპალიტეტის ასევე ყოფილი მერი, ლაშა გოგიაშვილი გასული წლის ოქტომბერში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button