skip to content
ახალი ამბები

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე 25 წლის ამირან ბორჩაშვილი მოკლეს. ინფორმაციას პანკისის სათემო რადიო ავრცელებს.

რადიოს ცნობით, მოკლული, 25 წლის ამირან ბორჩაშვილი პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურის მკვიდრი იყო, რომელიც სირიაში 2015 წელს გაემგზავრა.

ინფორმაცია Civil.ge-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც დაუდასტურეს.

რადიოს მონაცემებით 2012 წლიდან დღმდე სირიაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე 34 პანკისელი ემსხვერპლა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს სირიაში საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს 15 მოქალაქე მონაწილეობდა. 2015 წელს ეს რიცხვი 50 იყო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სირიაში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, საქართველოს 45 მოქალაქე დაიღუპა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button