skip to content
რესპუბლიკის ამბები

ინგლისელთა ეშელონის „თავხედობით“ აღშფოთებული ზესტაფონელები მთავრობასთან ჩივიან

„საქართველოს რესპუბლიკა“, N7, 11 იანვარი, 1919

ინგლისელების მოქმედება

ინგლისელები რკინისგზაზე

შორაპნიდან გზათა სამინისტროს 7 იანვრის თარითით შემდეგი დეპეშა გამოუგზავნა მოძრაობის რევიზორმა ცქიტიშვილმა:

„დღეს ადგილობრივ გავეცანი საქმის ვითარებას და აღმოჩნდა, რომ 5 იანვარს მომავალი 112 ინგლისის ეშელონი ზესტაფონის სადგურზე ყოფნის დროს ერეოდა სადგურის ადმინისტრაციის ტექნიკურ განკარგულების საქმეში და ახდენდა დეზორგანიზაციას და ბოლოს იმ თავხედომაბდინაც მისულა, რომ დაუპატიმრებია მორიგი აგენტი ტორაძე და სადგურის უფროსის მოადგილე მიმინაიშვილი, რომელთაც ემუქრებოდნენ დახვრეტით და ახდენდნენ მათზე გავლენას, აგრეთვე სიტყვით ამცირებდნენ მათ და ჩვენ სახელმწიფოს ღირსებას და ასე ჯერ გული უჯერებიათ, შემდეგ გაუნთავისუფლებიათ. ყველა ამ მოვლენებში ინიციატორად გამოდიოდა და გმირის როლსაც ასრულებდა ეშელონის უფროსი ოფიცერი მიკულინსკი. დაბეჯითებით გთხოვთ აღძრათ შუამდგომლობა მთავრობის წინაშე, რაღა დასჯილ იქნან დამნაშავენი და თავიდან აშორებულ იქმნას შემდეგში ასეთი უწესოებანი. თანახმათ ამ დეპეშისა გზათა მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრს აცნობა ეს ამბავი და სთხოვა აღნიშული მიკულინსკი სასტიკათ იქმნას დასჯილი. გარდა ამისა გზათა მინისტრი სთხოვს გარეშე საქმეთა მინისტრს, რომ აღძრულ იქმნას შუამდგომლობა, რათა მომავალში მოკავშირეთა ჯარის უფროსების მხრივ გზათა ადმინისტრაციულ ტექნიკურ განკარგულების საქმეებში ჩარევას არ ჰქონდეს ადგილი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში თუ კვლავ განმეორებულ იქმნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესობის დამამცირებელი გამოსვლები, გზათა სამართველო პასუხის გებაში მისცემს მათ.

მსგავსი/Related

Back to top button