ახალი ამბები

პროკურატურამ „საარჩევნო დოკუმენტების შესაძლო გაყალბების ფაქტზე“ გამოძიება დაიწყო

Tags

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის „კონკრეტულ საარჩევნო უბნებზე“ კომისიის წევრების მხრიდან „სავარაუდო ბიულეტენების ხელმოწერებით დამოწმების და საარჩევნო ყუთებში მოთავსებასთან დაკავშირებით“ გამოძიება დაიწყო.

პროკურატურის მიერ 27 დეკემბერს გავრცელებული განცხადების მიხედვით, საარჩევნო უბნებზე დარღვევების შესახებ განცხადებით გენერალურ პროკურატურას ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 24 დეკემბერს მიმართა.

უწყების განმარტებით, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 164-ე და 164 (ტერცია) მუხლებით მიმდინარებს, რაც საარჩევნო კომისიის წევრის მიერ საარჩევნო დოკუმენტების გაყალბებას და არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების, კერძოდ, ბიულეტენების განზრახ გაყალბებას გულისხმობს.

15 დეკემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა შაბათის კურიერში დმანისის, სენაკის, მარნეულისა და ბოლნისის რამდენიმე საარჩევნო უბანზე არჩევნების შესაძლო გაყალბების ამსახველი სიუჟეტი გავიდა. აღნიშნულთა დაკავშირებით, 18 დეკემბერს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამაც“ (ISFED) გაავრცელა და პროკურატურას გამოძიების დროულად დაწყებისკენ მოუწოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button