skip to content
არჩევნები 2018ახალი ამბები

ცესკომ არჩევნების მეორე ტურის შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 14 დეკემბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა.

ცესკოს ოქმის თანახმად, 28 ნოემბერს, მეორე ტურში მონაწილეობა 1 988 787-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩევლის საერთო რაოდენობის (3 528 658) 56.36 %-ია. არჩევნების მეორე ტურში ბათილად 59 778 ბიულეტენი გამოცხადდა. ეს რიცხვი პირველი ტურის გაუქმებული ბიულეტენების რაოდენობას (53 847) 5 931-ით აღემატება.

არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგები ასეთია:

  • სალომე ზურაბიშვილი – მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი – 1 147 701 ხმა (59.52 %);
  • გრიგოლ ვაშაძე – გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი – 780 680 ხმა (40.48 %).

28 ნოემბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა და მოსახლეობამ ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩია. ახლადარჩეული პრეზიდენტი სალომე 16 დეკემბერს ფიცის დადების შემდეგ, მოქმედ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს ოფიციალურად ჩაანაცვლებს. მას ეს პოსტი 2013 წლის ოქტომბრიდან ეკავა.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონია 16 დეკემბერს ქალაქ თელავში ჩატარდება. ინაუგურაციის პარალელურად თელავში ოპოზიციის საპროტესო აქციაც გაიმართება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button