რესპუბლიკის ამბები

ინდო-ევროპის ტელეგრაფის შენახვა დაფინანსდება

ამიერკავკასიის მთავრობამ დაადგინა მისცეს სესხად ათ მილიონიან ფონდიდან 30 ათასი მანეთი ინდო-ევროპის ტელეგრაფის საკონტროლო სადგურების შესანახათ, წერს 1918 11 მაისის “ერთობა”.

ლონდონის ინდოეთთან დამაკავშირებელი ხაზის მშენებლობა 1850 წელს დაიწყო და 1870 წლის 12 აპრილს მისი საშუალებით პირველი ცნობაც გაიგზავნა. ხაზის საერთო სიგრძე 11 ათასი კილომეტრი იყო და მისი შექმნა ფირმა “სიმენსმა” ითავა. საქართველოში პირველად სიმენსის ტელეგრაფი 1858 წელს, თბილისსა და კოჯორს შორის ამოქმედდა, 1863 წელს ამოქმედდა კავშირი მოსკოვთან, შემდეგ კი, 1865 წელს, ამოქმედდა ხაზი თბილისი-ერევანი-ჯულფა რითაც რუსეთი სპარსეთს დაუკავშირდა. სწორედ ეს მონაკვეთი იქცა ლონდონი-ინდოეთის ხაზის ნაწილად.

პირველი მსოფლიო ომის დასრულებასთან დაკავშირებული ქაოსის პირობებში, ტელეგრაფის დაუბრკოლებელი მუშაობა ევროპული სახელმწიფოებისათვის ფრიად მნიშვნელოვანი საქმე იყო და, როგორც ჩანს, ეს ამიერკავკასიის მთავრობასაც მოეხსენებოდა.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button