მთავარი / რესპუბლიკა 100 / “ერთობა”: ამიერ-კავკასია და ოსმალეთი

“ერთობა”: ამიერ-კავკასია და ოსმალეთი

“მკვდრეთით აღდგენილი ოსმალეთი ამიერ-კავკასიისკენ მოიწევს და მოკავშირეთა დახმარებით დიდ სახელმწიფოთ გადაქცევას აპირებს,” წერს 1918 წლის 11 მაისის “ერთობა”, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ორგანო მოწინავე სტატიაში.

“…ოსმალეთი ისე დაძაბუნდა, რომ მას პაწია ერებიც კი ამარცხებდნენ და მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი დღიურ წესრიგში დაისვა… მაგრამ გერმანიის ძლევა-მოსილებამ მას კვლავ სული ჩაბერა, ცოცხალ-მკვდარი ლეში გამოაცოცხლა და ოსმანეთის იმპერიალისტური სულისკვეთება გაუღვიძა.

ჩვენ არ ციცით რამდენათ განსახორიელებელია ოსმალეთის იმპერიალისტური პოლიტიკა, მხოლოდ იმას კი ვიტყვით, რომ იგი ამ პოლიტიკის წარმოებაში დაიღუპება…

ამიერ-კავკასიის მცხოვრებნი, კულტურულათ უფრო მაღლა მდგომი ერები ოსმალეთის ბატონობას ვერ მოითმენს და მას სერიოზულ შებრძოლებას დაუწყებს…

ამიერ-კავკასიის მცხოვრებნი მოვალენი არიან ძალა მოიკრიბონ, დარაზმულები დალაგდნენ და ამ გზით მიიქციონ დასავლეთ ევროპის სახელმწიფოების ყურადღება, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამიერ-კავკასია ოსმალეთის პროვინციათ არ გადაიქცეს და  მით აქ მუდმივ ანარქიას მტკიცე საძირკველი არ ჩაეყაროს.”

About Civil.ge

This is a product produced by Civil.ge team, delivering news and commentary on Georgia since 2001.