ახალი ამბები

რუსეთი საბჭოთა სამხედრო ქონების არასამართლიანად გადანაწილებას უარყოფს

(თბილისი, 3 ივლისი, “სივილ ჯორჯია”) – რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში განლაგებული საბჭოთა სამხედრო ბაზებიდან საქართველოს საკმაოდ დიდი რაოდენობის შეიარაღება ხვდა წილად.

რუსეთის ეს განცხადება საქართველოს გამუდმებულ ჩივილს მოყვა იმის შესახებ, რომ საბჭოთა კავშირის სამხედრო ქონება არასამართლიანად გადანაწილდა.

ედუარდ შევარდნაძემ რამდენიმეჯერ საჯაროდ განაცხადა, რომ საქართველოს გარდა ყველა სახელმწიფოს დარჩა ის სამხედრო ქონება, რაც საბჭოთა კავშირის დაშლამდე მის ტერიტორიაზე იყო.

“ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა, რომლიდანაც გარდა რამდენიმე დაჟანგებული ტანკისა რუსეთმა საბჭოთა კავშირის დროინდელი ყველა საერთო სამხედრო ქონება გაზიდა”, განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ 18 მარტს ევროპის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, ადამიანის უფლებათა და საერთო უშიშროებისა და თავდაცვის პოლიტიკის კომიტეტის გაფართოვებულ სხდომაზე.

რუსული საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსი” რუსეთის თავდაცვის მინისტრზე დაყრნდობით იუწყება, რომ 1992-1995 წლებში საქართველომ მიიღო 12 ვერტმფრენი, 350 ჯავშანტრანსპორტიორი, 400 ზარბაზანი, 49 ნაღმთმტყორცნი და სხვა სახის შეიარაღება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button