skip to content
ახალი ამბები

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე ლარი გაუფასურდა 

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე, საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, დღეს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 3.1331 ლარი იყო, რაც წინა დღესთან შედარებით 11.7 თეთრით გაუფასურებაა.

ეს იყო ყველაზე სწრაფი გაუფასურება, რაც ეროვნულმა ვალუტამ 2020 წლის მარტის შემდეგ განიცადა.

ლარი 8 თეთრით გაუფასურდა ევროსთან მიმართებითაც და ერთი ევროს ღირებულებამ 3.5031 ლარი შეადგინა.

მანამდე, ზამთრის პერიოდში, ლარი აშშ დოლართან მიმართებით შედარებით მყარი იყო და თებერვალში 2.9-3-ის ფარგლებში მერყეობდა.

ასევე წაიკითხეთ:

მსგავსი/Related

Back to top button