ახალი ამბები

ვალტონენი კობახიძეს ფინეთში „ნებისმიერ დემონსტრაციაზე დასასწრებად“ იწვევს

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ელინა ვალტონენმა, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოს სტუმრობდა, სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ფინეთში „ნებისმიერ დემონსტრაციაზე დასასწრებად“ მიიწვია. იმავდროულად, მან ბოდიში მოუხადა კობახიძეს, რომ „გრაფიკის შეუთავსებლობის“ გამო თბილისში შეხვედრის გაუქმება მოუწია.

„საქართველოს მომავალი მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. იგივე ეხება ეუთოს ყველა წევრ სახელმწიფოს. იმისათვის, რომ ხალხმა შეძლოს ამ უფლების გამოყენება, მათ სჭირდებათ სიტყვის თავისუფლება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები პოლიტიკური ალტერნატივებიდან არჩევანის გასაკეთებლად“, – დაწერა ვალტონენმა X-ზე.

This post is also available in: English

Back to top button