
ახალი ამბები
პოეტ ზვიად რატიანს პოლიციელისთვის სახეში გარტყმისთვის ორწლიანი პატიმრობა შეეფარდა
პოეტ ზვიად რატიანს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მას ბოლო მომენტში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება ნაკლებად მძიმე, „წინააღმდეგობის, მუქარის ან ძალადობის“ ბრალდებით გადაუკვალიფიცირა.
საქმე 23 ივნისს, საქართველოს პარლამენტის მახლობლად ღამით მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, რა დროსაც რატიანმა პოლიციელს სახეში ხელი დაარტყა. მან თავიდანვე აღიარა, რომ პოლიციელს ხელი გაარტყა, თუმცა თავი უდანაშაულოდ ცნო.
პროკურატურის თქმით, რატიანმა პოლიციელ თეიმურაზ თემურაშვილს „სიძულვილის მოტივით“ გაარტყა ხელი და განზრახ აირჩია რუსთაველის გამზირი ამ ქმედებისთვის, რადგან ადგილზე კამერები და პოლიცია იმყოფებოდა.
This post is also available in: English