We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

ყაველაშვილი და ბოჭორიშვილი ნიუ-იორკში გაეროს  გენერალური ასამბლეის 80-ე სესიას ესწრებიან

„ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ერთად, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 80-ე სესიას ესწრება.

ყაველაშვილი გენერალურ ასამბლეას სიტყვით მიმართავს, რომელიც, სავარაუდოდ, ქართულ ენაზე იქნება. იგი ასევე შეხვდება გაეროს გენერალურ მდივანს და რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრას გამართავს. გარდა ამისა, ყაველაშვილი მიწვეულია აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის მელანია ტრამპის მიერ ორგანიზებულ ოფიციალურ ვახშამზე დასასწრებად.

საქართველოს დელეგაციაში ასევე შედიან ქვეყნის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში დავით ბაქრაძე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე.

This post is also available in: English

Back to top button