ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონში მორიგი ცვლილებები მიიღო

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა 10 ივნისს პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირა. კანონპროექტის თანახმად, მთავრობისგან თანხმობის მიღების ვალდებულებას აღარ დაექვემდებარება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის, „ჰორიზონტი ევროპა“ (Horizon Europe) და ევროკავშირის პროგრამა ერაზმუს+ (Erasmus+)-ის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის შემოქმედებითი ევროპის პროგრამის ფარგლებში გაცემული გრანტები.

ამასთან, კანონში დამატებით ზუსტდება გრანტის ცნების შესახებ ჩანაწერი. კერძოდ, შემოთავაზებული ცვლილებით, მათ შორის, „ტექნიკური თუ საექსპერტო დახმარება, ცოდნის გაზიარება და სხვა მსგავსი კონტრიბუცია, ასევე, მიჩნეული იქნება გრანტად“. ასევე, გარკვეული ტექნიკური დაზუსტებებია გრანტის ფარგლებში გაცემული სახსრების გამოყენების სფეროებთან მიმართებითაც, რომელიც უკავშირდება ჰუმანიტარულ, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს და აგრეთვე,ზუსტდება გრანტის გამცემის სუბიექტების ნუსხა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, რომ „ცვლილების ამოქმედების შემდეგ, პრაქტიკაში გამოიკვეთა გარკვეული საკითხები, რაც დამატებით დაზუსტებას საჭიროებს, რათა შესაბამისი პროცესების წარმართა და ადმინისტრირება უფრო მეტად მოქნილი და ეფექტიანი გახდეს“.

This post is also available in: English

Back to top button