skip to content
ახალი ამბები

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი ივანიშვილის წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა 55 ხმით 14 წინააღმდეგ საქართველოში 2023-2024 წლების პოლიტიკური მოვლენების შესახებ ანგარიში მიიღო. დოკუმენტის მომხსენებელია ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე. კომიტეტმა ანგარიში შესწორებებით დაამტკიცა, თუმცა ევროპარლამენტს საბოლოო ვერსია ჯერ არ გამოუქვეყნებია.

ანგარიშის წარდგენისას ევროპარლამენტარმა იუკნევიჩიენემ განაცხადა, რომ „სამწუხაროა“, რომ დოკუმენტი აფასებს არა ქვეყნის პროგრესს, არამედ მის „უზარმაზარ უკუსვლას დემოკრატიული სახელმწიფოდან, ევროპული პარტნიორობის ქვეყნების ლიდერობიდან სასტიკ ავტოკრატიამდე“.

„ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ქვეყანა შიგნიდან ხელში ჩაიგდოს პრორუსულმა მთავრობამ ერთი გასროლის გარეშე. გაყალბებული არჩევნები, მმართველი პარტიის გადაწყვეტილება ევროკავშირის დაბლოკვის შესახებ, ჟურნალისტებისა და ოპოზიციური პოლიტიკოსების დაპატიმრება, თავდასხმები ევროკავშირსა და მის წარმომადგენლებზე – ეს მხოლოდ რამდენიმე ფაქტია, რომლებიც ანგარიშშია ნახსენები“, – განაცხადა მან.

This post is also available in: English

Back to top button