skip to content
ახალი ამბები

40-ზე მეტი მედია საშუალება „პუბლიკას“ მიმართ შალვა პაპუაშვილის მუქარას გმობს

40-ზე მეტმა მედიასაშუალებამ, მათ შორის „სამოქალაქო საქართველომ“, ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელიც დაგმო 1 თებერვალს, „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელმაც ონლაინ მედიასაშუალება „პუბლიკა“ 2 თებერვალს დაგეგმილი საპროტესტო აქციის ორგანიზატორების განცხადების გაზიარებით უკანონო საქმიანობის ხელშეწყობაში დაადანაშაულა. პაპუაშვილმა ამავდროულად ევროკავშირს შეუტია, რომელიც გამოცემის დაფინანსების ერთ-ერთი წყაროა. „ევროკავშირის საელჩო, როგორც დამფინანსებლის წარმომადგენელი, პასუხისმგებელია წინასწარ დაანონსებული სისხლის სამართლის დანაშაულის შედეგებზე“, – განაცხადა მან.

მედია ორგანიზაციებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შალვა პაპუაშვილის განცხადება არის დამოუკიდებელი მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა და ემსახურება მისი საქმიანობის შეზღუდვას.

„ამასთან, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა უკვე დააპატიმრა დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემების – “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული იმ ბრალდებით, რომელიც მას არ ჩაუდენია, პაპუაშვილის ეს განცხადება „პუბლიკის” მიერ “სისხლის სამართლის დანაშაულის დაანონსებაზე” შეიცავს აშკარა მუქარას ამ მედიაორგანიზაციის მიმართ“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

მედია საშუალებებმა კატეგორიულად დაგმეს პაპუაშვილის განცხადება და მოუწოდეს საერთაშორისო ორგანიზაციებს, „ადეკვატური შეფასება მისცენ ამ ყოველივეს და ყველა ღონე იხმარონ საქართველოში დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების დევნის შესაჩერებლად“. „ამასთან სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ “პუბლიკის” სარედაქციო გუნდს, რომელიც დაარსების დღიდან სიღრმისეულად და მიუკერძოებლად აშუქებს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button