skip to content
ახალი ამბები

2024 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაცია 0.3% იყო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 4 ნოემბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2024 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაცია 0.3% იყო, წინა თვესთან შედარებით კი – სამომხმარებლო ფასები 0.3%-ით შემცირდა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: რესტორები და სასტუმროები (7.6%-იანი ზრდა); სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (5.8%-იანი ზრდა); განათლება (5%-იანი ზრდა); ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო (3.3%-იანი) და კომუნიკაცია (12.7%-იანი კლება).

რაც შეეხება ყოველთვიურ ინფლაციას, აქ ფასების ჩამოყალიბებაზე ძირითადი გავლენა შემდეგ ჯგუფებზე ფასების ცვლილებამ იქონია: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (6.7%-იანი ზრდა); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (0.4%-იანი ზრდა), და ტრანსპორტი (1.4%-იანი კლება).

რაც შეეხება სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფს, ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (2.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (1.9%), ზეთი და ცხიმი (1.6%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.4%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.6%), პური და პურპროდუქტები (0.5%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.4%). ამასთან, ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-5.3%), თევზეული (-2.1%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0.3%).

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button