skip to content
ახალი ამბები

აშშ-ის ელჩი: უამრავი დეზინფორმაცია ვრცელდება უცხოური დახმარების შესახებ

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა 10 სექტემბერს განაცხადა, რომ საქართველოში უამრავი დეზინფორმაცია ვრცელდება დასავლური დახმარების შესახებ, მან კონკრეტული მაგალითები დაასახელა იმისა, თუ რა სიკეთე მოაქვს უცხოურ დახმარებას ქვეყნისთვის. ელჩმა ეს განცხადება ბათუმში ახალი ამერიკული კუთხის გახსნის ფარგლებში გააკეთა.

ელჩმა აღნიშნა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში აშშ-ის საელჩომ ბათუმში ოთხი პროექტი განახორციელა, რომლებიც მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას სოფლის მეურნეობის განვითარებაში, ინგლისური ენის შესსწავლაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერასა და კულტურულ აქტივობებში.

ამ კონტექსტში, ელჩმა დანიგანმა აღნიშნა, რომ „ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის გარშემო, თუ რას აკეთებს უცხოური დახმარება. და ეს პროექტები [ბათუმში] არის მაგალითები იმისა, თუ სად მიდის ჩვენი უცხოური დახმარება ქართველებისთვის. ეს არის ქართველი შშმ პირების დახმარება, ახალგაზრდებისთვის ინგლისური ენის შესწავლაში დახმარება, ქართული კულტურის შენარჩუნებაში დახმარება. ეს არის ის, რასაც ჩვენი დახმარება ხმარდება. ასე რომ, ეს ნამდვილად დადებითია და არა – უარყოფითი“, – განაცხადა დანიგანმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button