
მეთიუ მილერი: მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია თავიანთი ქვეყნის მომავალი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა 22 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: “ჩვენ გვინახავს რუსეთის არა მხოლოდ უამრავი მცდელობა, არამედ პირდაპირი ჩარევაც არჩევნებში როგორც რეგიონში, ისე მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ მათ ყურადღებით ვაკვირდებით.” მილერმა ასევე თქვა: “როგორც უკვე მრავალჯერ გვითქვამს, მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა და მხოლოდ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის მომავალი.”
მილერი პასუხობდა ჟურნალისტის კითხვას, რამდენად შესაძლებელია, რომ მოსკოვი “ქართულ ოცნებას” ძალაუფლების შენარჩუნებაში დაეხმაროს; აღნიშნულ საკითხზე განცხადება რუსეთის მაღალჩინოსნმა გააკეთა. როდესაც რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, ანდრეი კლიმოვს ჰკითხეს, არის თუ არა რუსეთი “მზად საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის აღსაკვეთად,” კლიმოვმა მიანიშნა, რომ მოსკოვი არ გამორიცხავს “ქართული ოცნებისთვის” ძალაუფლების შენარჩუნებაში დახმარების გაწევას. მან პარალელი გაავლო სირიასთან და განაცხადა: “როდესაც ასადის კანონიერმა მთავრობამ ჩვენ გვთხოვა მათ შორის სამხედრო დახმარება, ეს დახმარება ჩვენ მათ აღმოვუჩინეთ, და როგორც იცით, სირიაში სიტუაცია დასტაბილურდა.”
ასევე წაიკითხეთ:
- 09/07/2024 – რუსული დაზვერვა აშშ-ს არჩევნების შემდეგ საქართველოში ხელისუფლების შეცვლის მცდელობაში ადანაშაულებს
- 27/06/2024 – ზახაროვა: რუსეთი მზადაა მხარი დაუჭიროს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის აღდგენის მცდელობებს
- 20/06/2024 – მიხაილ გალუზინი: დასავლეთის ქვეყნები სამხრეთ კავკასიაში ღიად კონფრონტაციული ანტირუსული დღის წესრიგით მოდიან
- 14/06/2024 – მედვედევი დასავლეთს რუსეთის მეზობლებზე, მათ შორის საქართველოზე კონტროლის მოპოვების მცდელობაში ადანაშაულებს
- 24/05/2024 – აშშ-ის მიერ სანქციების დააანონსების შემდეგ, ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს
- 21/05/2024 – აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსი: ნატო „ღრმად შეშფოთებულია“ რუსეთის გავლენით საქართველოში
- 19/04/2024 – რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოელი აგენტების“ შესახებ მიესალმება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)