skip to content
ახალი ამბები

პროკურატურამ „მთის ამბების“ რედაქტორი მისი დაკავების საქმეზე დაზარალებულად ცნო

საინფორმაციო სააგენტო „მთის ამბებმა“ 3 ივლისს განაცხადა, რომ პროკურატურამ სააგენტოს მთავარი რედაქტორი გელა მთივლიშვილი დაზარალებულად ცნო 23 იანვარს კეკელიძის ქუჩის გამოსახლების დროს პოლიციელების მიერ მისი დაკავების, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ფიზიკური ძალადობის საქმეზე.  

გადაწყვეტილება ინციდენტიდან ხუთი თვის შემდეგ იქნა მიღებული, როდესაც, როგორც მთივლიშვილი ამბობს, გამოსახლების ამბის გაშუქებისას იგი უკანონოდ დააკავეს და დაკავებისას პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. 25 იანვარს სასამართლომ  მთივლიშვილი 2 000 ლარით დააჯარიმა პოლიციის საქმიანობაში ხელის შეშლისა და პოლიციის თანამშრომლების შეურაცხყოფისთვის, რაც მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს ეფუძნებოდა. მოსამართლემ არ გაუშვა ორი ვიდეო ჩანაწერი, რომლებშიც ჩანდა, რომ ჩვენების საწინააღმდეგოდ, მთივლიშვილი იმ დროს თანამშრომლებთან არ ურთიერთობდა და იგი გაფრთხილების გარეშე დააკავეს. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და ადვოკატები მზად არიან, საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს წარუდგინონ.

მთივლიშვილის ადვოკატებმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართეს. ამავე სამსახურმა კიდევ ერთი ვიდეომასალა გაასაჯაროვა ახლომდებარე ქუჩის კამერიდან, რომელიც მთივლიშვილის უდანაშაულობაზე მეტყველებს. ასევე მოპოვებულ იქნა მოწმის ჩვენება ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე.

მთივლიშვილი ამ ოთხი პოლიციელის სამსახურიდან გათავისუფლებას და ცრუ ჩვენების მიცემის გამო გასამართლებას მოითხოვს და ამბობს, რომ მისი დაკავება და ძალადობა შოვში მეწყერის ტრაგედიის შესახებ მის ჟურნალისტურ გამოძიებას უკავშირდებოდა, რამაც ხელისუფლების წარმომადგენლების აღშფოთება გამოიწვია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button