skip to content
ახალი ამბები

ევროპის ჩემპიონატზე საქართველო თურქეთთან დამარცხდა, წინ კიდევ ორი მატჩია

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთთან დამარცხდა ანგარიშით 1:3.

თუმცა, წინ კიდევ ორი მატჩია, კერძოდ, 22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს გელზენკირხენში პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს. ჯგუფში პირველ ან მეორე ადგილზე გასვლა ფლეიოფში მოხვედრის გარანტი იქნება.

26 მარტს საბერძნეთთან პენალტების სერიაში ისტორიულმა გამარჯვებამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს პირველად ისტორიაში EURO-2024-ისკენ გზა გაუხსნა.

ათასობით ადამიანი ადევნებდა თვალს დღევანდელ მატჩს თბილისსა და რეგიონებში სპეციალურად მოწყობილი ადგილებიდან და სტადიონებიდან. ყველაზე მგზნებარე და იღბლიანი გულშემატკივრები გერმანიაში გაემგზავრნენ და უშუალოდ სტადიონიდან გაამხნევეს ფეხბურთელები.

გამონაკლისს არც პოლიტიკოსები წარმოადგენდნენ. მატჩამდე ერთი კვირით ადრე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე, რომელიც თავად ყოფილი ფეხბურთელია, გუნდს გერმანიაში, დიუსელდორფში შეხვდნენ, წარმატებები უსურვეს და თანადგომა გამოუხატეს. მატჩის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფეისბუქზე სპეციალური ვიდეო გამოაქვეყნა და უჩვეულოდ გულწრფელი სიტყვებით გუნდს წარმატება უსურვა. მსგავსი ვიდეო ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამაც გამოაქვეყნა. მხარდამჭერი ვიდეოკოლაჟი ასევე გაავრცელა ოპოზიციურმა პარტიამ „ახალი“. დორტმუნდში მატჩს ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია დაესწრო. მატჩს ასევე დაესწრო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button